გურჯაანის მუნიციპალიტეტში 20 საბავშვო ბაღის გაზიფიცირება განხორციელდება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოფლებში ბაღების გაზიფიცირებას განახორციელებს. 20 საბავშვო ბაღში გაზის შიდა ქსელის მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადდა და 6 მარტს დასრულდება. მუნიციპალიტეტში სულ 37 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებაა, საიდანაც დღეისთის მხოლოდ 15-ია გაზიფიცირებული. პროექტის დასრულების შემდეგ 35 საბავშვო ბაღი ბუნებრივი აირის მიწოდებით უზრუნველყოფილი იქნება. ორ ბაღში კი, რომლებშიც გაზის ქსელის მოწყობა ამ ეტაპზე ტექნიკური მიზეზების გამო ვერ ხდება, სამუშაოები უახლოეს მომავალში განხორციელდება. მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღი ახალი სასწავლო წლის დასაწყისისთვის გაზიფიცირებული იქნება.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*