მოსახლეობასთან შეხვედრა მყარი ნარჩენების მართვის საკითხებზე

დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ვეჯინსა და ძირკოკში არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველომ“ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა. ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ნიკოლოზ ინაშვილმა აუდიტორიას მყარი ნარჩენების მართვის, მისი დახაროსხება/ სეპარაციის, კომპოსტირების და გადამუშავების აუცილებლობის შესახებ მიაწოდა ინფორმცაცია. შეხვედრებზე იმ გამოწვევებზე და პრობლემებზეც ისაუბრეს რომელიც ნარჩენების მართვის სფეროში არსებობს. საინფორმაციო შეხვედრები კამპანია “დავასუფთაოთ საქართველოს მე-3 ფაზის“ ფარგლებში მოეწყო, რომლის მიზანიც საზოგადოების ინფორმირება, ცნობიერების ამაღლება და მყარი ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესებში ჩართულობის გაზრდაა. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო", საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვის“-ორგანიზებით, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი