გურჯაანი-თელავის შემოვლითი გზის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების საჯარო განხილვა

დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გურჯაანი - თელავის (30 კმ) შემოვლითი გზის პროექტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის საჯარო განხილვა მოაწყვეს. პროექტის მიხედვით შემოვლითი გზა სოფელ ახაშენში დაიწყება და თელავში დასრულდება. ანგარიშის წარდგენისას საგზაო დეპარტამენტის გარემოს უსაფრთხოების კონსულტანტმა მაია ვაშაკიძემ ყველა იმ საკითხის შესახებ ისაუბრა, რომელმაც პროექტის განხორცილების პროცესში შესაძლოა გარემოზე ზემოქმედება მოახდინოს. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომლის მთავარი მიზანი სამუშაოთა ზემოქმედების არეალში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება იყო.
შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი და იმ სოფლების წარმომადგენლები დაესწრნენ სადაც პროექტის განხორციელება იგეგმება.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი