გურჯაანის მუნიციპალიტეტი 2017 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის 5 ძეგლი რეაბილიტირდა » გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 


2017 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში კულტურული მემკვიდრეობის 5 ძეგლი რეაბილიტირდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში 2017 წელს ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით კულტურული მემკვიდრეობის ხუთ ძეგლს ჩაუტარდა რეაბლიტაცია. სრულად აღდგა და პირვანდელი სახე დაუბრუნდა სოფელ ვაზისუბანში მდებარე წმ.გიორგის სახელობის ბაზილიკას (სამკარიანი) VI სს, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, გამგეობის შუამდგომლობით, 2 წლის წინ მიენიჭა. ასევე, სრულად რეაბილიტირდა სოფელ კარდენახში მდებარე წმ ნიკოლოზის სახელობის (VI სს) და სოფელ კალაურში მდებარე იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიები (IX სს) . ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით გასულ წელს შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა სოფელ კარდენახში მდებარე საბა წმინდის ეკლესიას (XIII-XV სს )და ვაზისუბანის სანაგირის მონასტერს (X-XI სს).
აღსანიშნავია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფონდი „ქართუს“დაფინანსებით ბოლო წლების განმავლობაში აღდგა და რეაბილიტირდა კულტურული მემკვიდრეობის ორმოცდაათამდე ძეგლი . მიმდინარე წელს რამდენიმე ძეგლის რეაბილიტაცია კვლავ იგეგმება, მათ შორისაა სოფელ ვეჯინის წმ.გიორგის ბაზილიკა (VI-VII სს), სადაც სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყება.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი