სოფელ ჯიმითში მიწების რეგისტრაცია გრძელდება

სოფელ ჯიმითის მიწების # 73, 77, 80, 82, 87 სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგები

2017 წლის 25 დეკემბრიდან 2018 წლის 3 იანვრის ჩათვლით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გიწვევთ სოფელ ჯიმითის მიწების # 73, 77, 80, 82, 87 სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგების გასაცნობად.

იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 2018 წლის 3 იანვრის 18:00 ჩათვლით მოგვმართოთ შემდეგ მისამართებზე:

სოფელი კაჭრეთი, საზოგადოებრივი ცენტრი
სოფელ ჯიმითის ადმინისტრაციული შენობა
იუსტიციის სახლის გურჯაანის ფილიალი: ქ. გურჯაანი თამარ მეფის ქ. №14
საჯარო რეესტრის საგარეჯოს ფილიალი: ქ. საგარეჯო, ჯაფარიძის ქ. №2
აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ აღწერის შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ პროექტის რეგიონულ ფასილიტატორს ან დარეკეთ ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405

My Webpage




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი