ხანძარსაშიშ სეზონზე თავთავიანი და სხვა კულტურების მოსავლის უსაფრთხოდ აღების, გადამუშავების და შენახვის ღონისძიებები

ხანძარსაშიშ სეზონზე თავთავიანი და სხვა კულტურების მოსავლის უსაფრთხოდ აღების, გადამუშავების და შენახვის ღონისძიებები :
1) მოსავლის აღებამდე მასში მონაწილე ყველა პირმა უნდა გაიაროს ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქტაჟი სოფლების ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლობებში ან კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოში.
2) ხანძრის გაჩენის შესაძლებლობის თავიდან აცილებისა და მათი წარმატებით ჩაქრობისათვის პირობების შესაქმნელად დაცული უნდა იქნას შემდეგი მოთხოვნები:
ა) მარცვლეულის აღება უნდა დაიწყოს თავთავიანი კულტურების მინდვრების არაუმეტეს 50 ჰა ფართობის ნაკვეთებად დანაწილებით და მათ შორის არანაკლებ 8 მ. სიგანის ლესურების მოწყობით. ლესურებიდან მოთიბული თავთავიანი კულტურები დაუყოვნებლივ უნდა ოყოს აღებული, ლესურებს შორის მოწყობილი უნდა იყოს არაბნაკლებ 4 მ.სიგანის ხნული.
ბ) 25 ჰა-ზე მეტი ფართობის პურის მასივებიდან მოსავლის აღებისას მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყოს ტრაქტორი და გუთანი ხანძრის გაჩენის შემთხვევაში წვის ზონის შემოხვნისათვის.
გ) აგრეგატები და ავტომობილები, რომლებიც გამოიყენება მოსავლის აღების დროს უნდა აღიჭურვოს ხანძრის ჩაქრობის პირბველადი საშუალებებით, ყველა ტიპის კომბაინი და ტრაქტორი, ორი ცეცხლმაქრით, ორი ხიშტი (ნიჩბით) გამართული ნაპერწკალჩამქრობით, კვების, ანთების და საზეთი სისტემებით.
დ) მარცვლოვანი კულტურების დამწიფებამდე პურის ყანები ტყისა და ტორფის მასივებთან, საველე ზოლებთან, საავტომობილო და სარკინიგზო გზებთან მომიჯნავე ადგილებში უნდა შემოიღობოს და შემოიხნას არანაკლებ 4 მ. სიგანის ზოლით.
ე) დროებითი საველე ბანაკები უნდა იყოს დაშორებული პურის მასივებიდან კალოებიდან არანაკლებ 100 მ. ხანძარსაწინააღმდეგო მანძილით.
ვ) დაუშვებელია მინდორში ნამკალის, ნამწვერალი ნარჩენის დაწვა და კოცონის დანთება.
მარცვლეულის აღების პერიოდში აკრძალულია:
ა) ლესურებზე მოთიბული თავთავიანი კულტურების დატოვება;
ბ)მოსავლის აღების აგრეგატების და ავტომობილების მუშაობა ხანძარჩაქრობის პირველადი საშუალებების გარეშე;
გ) საველებანაკების განლაგება პურის მასივებიდან , კალოებამდე 100 მ. ნაკლებ მანძილეზე, ნაწვერალი ნარჩენების დაწვა და კოცონის დანთება.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი