გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ღვარცოფული ხევების გაწმენდის მიზნით ინტერესთა გამოხატვა

,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლისმე-4 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, მდინარე „ფაფრის ხევის“ და მდინარე „ბაკურციხის ხევის“ მიმდებარე ტერიტორიების დატბორვის საშიშროების თავიდან ასაცილებლად, მდინარის კალაპოტიდან ჭარბი ინერტული მასალის ამოღების მიზნით გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ინტერესთა გამოხატვას კომპანიის შესარჩევად, რომელიც უზრუნველყოფს გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდინარეთა კალაპოტებიდან ინერტული მასალის ჭარბი აკუმულაციის უბნების გაწმენდით სამუშაოების განხორციელებას გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული გეოსაინფორმაციო პაკეტის შესაბამისად.
უპირტესობა მიენიჭება იმ კომპანიას (საწამოს ან ფიზიკურ პირს), რომელიც გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ამოღებულ ინერტულ მასალას გამოიყენებს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტის ან სხვა სამშენებლო პროექტის განხორციელების ფარგლებში, რომელიც ხელს შეუწყობს მიკრო და მცირე მეწარმეობის განხორციელებას.
დაინტერესებულმა მხარეებმა ინტერესთა გამოხატვისას უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:

მონაწილის სამართლებრივი სტატუსი;
2) მდინარეთა კალაპოტებიდან ჭარბი ინერტული ნატანის ამოღების ტექნიკური და ფინანსური შესაძლებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
3) მდინარეთა კალაპოტებიდან ამოღებული ინერტული ნატანის გამოყენების მიზნობრიობა;


1. ინტერესთა გამოხატვის წარდგენა

დაინტერესებულმა პირებმა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ 2 ეგზემპლარად (1 ორიგინალი და 1 ასლი) დალუქულ კონვერტში, ასევე, ელექტრონულ ვერსიად.)

2. წარდგენის ვადა

2017 წლის 13 აპრილის 18:00 საათამდე თბილისის დროით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში შემდეგ მისამართზე: ქ. გურჯაანი, ი. ნონეშვილის გამზ. #13 (გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობა, III სართული, ოთახი #7).


3. ვალდებულებისგან გათავისუფლება

ეს მოწვევა არ ავალდებულებს გურჯაანის მუნიციპალიტეტს შეარჩიოს რომელიმე კანდიდატი ან აანაზღაუროს მათ მიერ გაწეული ხარჯები. ასევე, დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ არცერთ კანდიდატს არ აქვს უფლება ჰქონდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საწინააღმდეგო მოთხოვნები. მოწვევაში მონაწილეობის მიღება და მასთან დაკავშირებული ხარჯები უნდა იქნას ანაზღაურებული კანდიდატთა მიერ.

4. გურჯაანის მუნიციპალიტეტის უფლებები

გურჯაანის მუნიციპალიტეტი იტოვებს უფლებას:
•გურჯაანის მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების საფუძველზე, უარი თქვას ან შეცვალოს მოწვევის მოთხოვნები წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
•მოითხოვოს დამატებითი ან მონაწილის მიერ უკვე წარმოდგენილი
დოკუმენტაციის განმარტება.
•დისკვალიფიკაცია მიანიჭოს ნებისმიერ კანდიდატს.
•შეწყვიტოს პროექტზე მუშაობა ნებისმიერ დროს (მათ შორის ინტერესთა გამოხატვის შესახებ დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ).

5. კანონი

ინტერესთა გამოხატვის მოთხოვნა, დოკუმენტების წარდგენა და შეფასების მეთოდი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 577-15-71-85 დიანა რაქვიაშვილი - გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი