გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ ა უ ქ ც ი ო ნ ს

ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი იქნება მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები:

a) სოფელ კოლაგში მდებარე შენობა-ნაგებობა, (ყოფილი კულტურის სახლის შენობა). შენობის საერთო ფართია _ 548,6 კვმ, მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი _ 1587,0 კვმ; საკადასტრო კოდი _ 51.13.55.056. საწყისი საპრივატიზაციო ფასი _ 82 427 (ოთხმოცდა ორი ათას ოთხას ოცდა შვიდი) ლარი.(შენობის ღირებულება _ 71 318 (სამოცდა თერთმეტი ათას სამას თვრამეტი) ლარი, მიწის ღირებულება _ 11 109 (თერთმეტი ათას ას ცხრა) ლარი. „ბე“ საწყისი ფასის 30% _ 24 728 (ოცდა ოთხი ათას შვიდა ოცდა რვა) ლარი. სავაჭრო ბიჯი 5% _ 4 122 (ოთხი ათას ას ოცდა ორი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა ამორტიზირებულია. სახურავი დაზიანებულია და ცამოედინება ბუნებრივი
ნალექი, რის შედეგადაც დაზიანებული ჭერი და კედლები. შენობას კარ-ფანჯარა არ გააჩნია.


b) სოფელ კოლაგში მდებარე შენობა-ნაგებობა, (ყოფილი საზოგადოებრივი მეურნეობის ადმინისტრაციული შენობა). შენობის საერთო ფართია _ 301,89 კვმ, მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი _ 2362,0 კვმ; საკადასტრო კოდი _ 51.13.55.064. საწყისი საპრივატიზაციო ფასი _ 53 418 (ორმოცდა ცამეტი ათას ოთხას თვრამეტი) ლარი.(შენობის ღირებულება _ 39 246 (ოცდა ცხრამეტი ათას ორას ორმოცდა ექვსი) ლარი, მიწის ღირებულება _ 14 172 (თოთხმეტი ათას ას სამოცდა თორმეტი) ლარი. „ბე“ საწყისი ფასის 30% _ 16 025 (თექვსმეტი ათას ოცდა ხუთი) ლარი. სავაჭრო ბიჯი 5% _ 2 671 (ორი ათას ექვსას სამოცდა თერთმეტი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა-ნაგებობა ამორტიზებულია.სახურავი დაზიანებული. ჩამოედინება ბუნებრივი
ნალექი რის შედეგადაც დაზიანებულია ორივე სართულის ჭერი. შენობას კარ-
ფანჯარა არ გააჩნია


_______________________________________________________________

_ ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად „ბე"-ს გადახდა შესაძლებელია ნაღდი
ანგარიშსწორებით სს „ლიბერთი ბანკში" და ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით.
_ ელ. აუქციონის ფორმით ქონების პრივატიზებისას, ელ. აუქციონში გამარჯვებულს
გადაეცემა გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი, (შემდგომში ოქმი).
_ ელ. აუქციონში გამარჯვებულმა, 30 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს ქონების
ღირებულების სრულად გადახდა სახაზინო კოდზე _ 300503313.

_ 30 კალენდარული დღის ვადაში ქონების ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში
უქმდება აუქციონის შედეგები.
_ ქონების ღირებულების სრულად გადახდის შემდეგ გამარჯვებულზე გაიცემა საკუთრების
უფლების მოწმობა და აუქციონატორსა და აუქციონში გამარჯვებულს შორის გაფორმდება
წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში ხელშეკრულება).
_ ქონების დათვალიერება შესაძლებელია მესაკუთრესთან შეთანხმებით.

_ ელექტრონულ აუქციონის დაწყება/დასრულების დროა 17.08.2015 12:00 _ 01.09.2015 17:00

_დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლია დაგვიკავშირდეთ _ 595 37 72 60. 599 85 22 43.
ასევე, სააგენტოს ცხელ ხაზზე _ (+995)32 2601 601.



გურჯაანის მუნიციპალიტეტი




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი