ჩუმლაყსა და ყიტაანში ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს

ჩუმლაყსა და ყიტაანში ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობსგურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყსა და სოფელ ყიტაანში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის რეაბილიტაცია უტარდება სოფელ ჩუმლაყის ამბულატორიას და მიმდინარეობს სოფლის სასაფლაოს შემოღობვა. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ყიტაანის საბავშვო ბაღში, სადაც სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა სამზარეულო ოთახი და შეიცვლება ელექტრო გაყვანილობა. სამუშაოებს შპს „ნიუ ლაინი“ ასრულებს.
წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფელ ჩუმლაყისთვის 65 759 ლარი, სოფელ ყიტაანისთვის კი 12 933 ლარი გამოიყო. პრიორიტეტული პროექტები სოფლის საერთო კრებაზე მოსახლეობამ, თავად შეარჩია.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი