13 წლის კალაურელი ძიუდოისტის წარმატება საერთაშორისო ტურნირზე

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში მცხოვრებმა, 13 წლის ნოდარ ქევხიშვილმა, 1 თებერვალს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში გამართულ ძიუდოს საერთაშორისო ტურნირზე, პირველი ადგილი დაიკავა.
ტურნირში მასთან ერთად 12 ქვეყანიდან 1000-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.
ნოდარ ქევხიშვილმა 73 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა. ის მხოლოდ 1 წელია რაც ვარჯიშობს და 3 საერთაშორისო ტურნირის, საქართველოს თასის პრიზიორი და სხვადასხვა რეგიონული ტურნირის გამარჯვებულია.
ახალგაზრდა სპორტსმენს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ყვირალაშვილი შეხვდა, გამარჯვება მიულოცა და მხარდაჭერას დაჰპირდა.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი