გია გერგიძემ რეაბილიტირებული საბავშვო ბაღები დაათვალიერა

15 სექტემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი იწყება. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია გერგიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ახლად რეაბილიტირებული ვაზისუბნის, მუკუზნის და ჭანდრის საბავშო ბაღები დაათვალიერა. გამგებელი ადგილზე გაეცნო თუ როგორი მომზადებულები ხვდებიან საბავშვო ბაღები ახალ სასწავლო წელს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელის განცხადებით: „წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის საბავშვო ბაღს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. რა თქმა უნდა ბაღების სრული რეაბილიტაცია დიდ თანხებს მოითხოვდა და გამოყოფილი თანხა საბავშვო ბაღებში ინფრასტრუქტურული საჭიროებების მიხედვით დაიხარჯა. ვფიქრობ, რომ ბევრი რამე გაკეთდა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი, თუმც დღეისთვის საბავშვო ბაღებში არსებული მდგომარეობა ნორმალურია.“
წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის „ ფარგლებში 30 საბავშვო ბაღს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, ძირითადად მოწესრიგდა სველი წერტილები, ჯგუფის ოთახებს ჩაუტარდა კოსმეტიკური რემონტი, შეიცვალა კარ-ფანჯრები და იატაკი, რისთვისაც დაახლოვებით 500 ათასი ლარი დაიხარჯა.
15 სექტემბერს სასწავლო პროცესი მუნიციპალიტეტის 36 საბავშვო ბაღში დაიწყება, ვეჯინის საბავშო ბაღში კი მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სასწავლო პროცესი 1 კვირით გადაიდო.




სახელი:*
E-Mail:*
კომენტარი:*
მუქი დახრილი ტექსტი ხაზგასმული ტექსტი აღნიშნული ტექსტი | მარცხნივ განთავსება ცენტრში მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა აირჩიეთ ფერი | ტექსტის დაფარვა ციტატის ჩასმა მონიშნული ტექსტის კირილიკურში გადაყვანა ჩასვით სპოილერი