გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ
ა უ ქ ც ი ო ნ ს

აუქციონის დაწყება - დამთავრება 17.12.2018 12:00 - 28.12.2018 15:00

ელექტრონულ აუქციონზე პრივატიზების მიზნით გატანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქვემოთ ჩამოთვლილი უძრავი ქონება

1. შენობა-ნაგებობები:

ა) სოფელ კალაურში მდებარე შენობა-ნაგებობა (ყოფილი მეურნეობის შენობა, მიმაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა - 1076,0კვმ, შენობის ფართი - 396,7კვმ. საკადასტრო კოდი - 51.03.62.082) საწყისი საპრივატიზებო ფასი - 26 970 (ოცდა ექვსი ათას ცხრაას სამოცდა ათი) ლარით. (შენობის ღირებულება - 19 438 (ცხრამეტი ათას ოთხას ოცდათვრამეტი) ლარი, მიწის ღირებულება - 7 532 (შვიდი ათას ხუთას ოცდა თორმეტი) ლარი.) „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 8 091 (რვა ათას ოთხმოცდა თერთმეტი) ლარს. სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 1 349 (ერთი ათას სამას ორმოცდა ცხრა) ლარს.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა ამორტიზებულია. სახურავიდან ჩამოედინება ბუნებრივი ნალექი, რის გამოც დაზიანებულია ჭერი და კედლები. შენობას უმეტესად არ აქვს კარ-ფანჯარა, რაც არის ისიც უვარგისია.

ბ) სოფელ შაშიანში მდებარე, ყოფილი ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობები N1 და N2 (ს/კ 51.04.62.003, შენობების საერთო ფართი - 992,30კვმ, მიმაგრებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 1729,0კვმ) საწყისი საპრივატიზაციო ღირებულება - 64 332 ( სამოცდა ოთხი ათას სამას ოცდა თორმეტი) ლარი, (შენობის ღირებულება - 48 249 (ორმოცდა რვა ათას ორას ორმოცდა ცხრა) ლარი, მიწის ღირებულება - 16 083 (თექვსმეტი ათას ოთხმოცდა სამი) ლარი.) „ბე“ - საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30% - 19 300 (ცხრამეტი ათას სამასი) ლარი, სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5% - 3 217 (სამი ათას ორას ჩვიდმეტი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
შენობა-ნაგებობები განთავსებულია ცენტრალური ავტომაგისტრალის გასწვრივ. შენობები ამორტიზებულია. დაზიანებულია სახურავი და არ გააჩნია კარ-ფანჯარა.