გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ
ა უ ქ ც ი ო ნ ს


აუქციონის დაწყება - დამთავრება 15.08.2018 15:00 - 24.08.2018 15:00

დემონტაჟის მიზნით, პირობიან ელექტრონულ აუქციონზე საპრივატიზებოდ გამოტანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ვაჩნაძიანში მდებარე შენობა-ნაგებობა, ყოფილი კულტურის სახლი

სოფელ ვაჩნაძიანში მდებარე შენობა-ნაგებობა, ყოფილი კულტურის სახლის საკადასტრო კოდია - 51.02.58.104, შენობის საერთო ფართი - 2901,3კვმ, განაშენიანების ფართი - 1602,0კვმ, მიმაგრებული მიწა - 7333,0კვმ.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ
ა უ ქ ც ი ო ნ ს

აუქციონის დაწყება - დამთავრება 14.08.2018 16:00 - 22.08.2018 16:00

1. ელექტრონულ აუქციონზე პრივატიზების მიზნით გატანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონება:

ა) შენობა-ნაგებობები:

ა-ა) ქ. გურჯაანში, სარაჯიშვილის ქუჩა N47-ში მდებარე ყოფილი ინდბინათმშენებლობის შენობა-
ნაგებობები - N1 საერთო ფართით - 10,6კვმ, N2 საერთო ფართით - 287,1კვმ, N3 საერთო ფართით - 199,4კვმ, N4 საერთო ფართით - 13,0 კვმ _ სულ, საერთო ფართი - 510,10 კვმ, მიმაგრებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 2368,0 კვმ, საკადასტრო კოდი - 51.01.59.184; საწყისი საპრივატიზაციო ფასი - 66 741 (სამოცდა ექვსი ათას შვიდას ორმოცდა ერთი) ლარი, (შენობების ღირებულება - 38 325 (ოცდა თვრამეტი ათას სამას ოცდა ხუთი) ლარი, მიწის ღირებულება - 28 416 (ოცდა რვა ათას ოთხას თექვსმეტი) ლარი). „ბე“ შეადგენს საწყისი საპრივატიზაციო ფასის 30%-ს - 20 023 (ოცი ათას ოცდასამი) ლარი; სავაჭრო ბიჯი - საწყისი ფასის 5%-ს - 3 337 (სამი ათას სამას ოცდა ჩვიდმეტი) ლარი.
ობიექტის აღწერილობა:
ტერიტორიაზე განთავსებულია ოთხი შენობა. შენობები სიძველისგან და ხანგრძლივი ბუნებრივი და ფიზიკური ზემოქმედების შედეგად დაზიანებულია. სახურავიდან ჩამოედინება ბუნებრივი ნალექი, კედლებზე ბზარებია, აცვევნილია ნალესი, იატაკი ადგილ-ადგილ აყრილია. ბუნებრივი და მექანიკური ზემოქმედების გამო დაზიანებულია კარ-ფანჯარა. ცალკე მდგომი შენობები გამოსულია მწყობრიდან. ეზოში ეკალ-ბარდია გავრცელებული.