გურჯაანის მუნიციპალიტეტი აცხადებს ელექტრონულ
ა უ ქ ც ი ო ნ ს

აუქციონის დაწყება - დამთავრება 31.07.2018წ. 17:30 - 15.08.2018წ. 15:00

1. ელექტრონულ აუქციონზე იჯარით გაცემის მიზნით გატანილია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება:

- ქ. გურჯაანში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე 570 კვმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი - 51.01.60.176. წლიური საიჯარო ქირა - 1560 (ერთი ათას ხუთას სამოცი) ლარი, სავაჭრო ბიჯი - საწყისი საიჯარო ქირის 5% - 78 (სამოცდა თვრამეტი) ლარი, „ბე“ - საწყისი ქირის 30% - 468 (ოთხას სამოცდა რვა) ლარი. საიჯარო ვადა 2 წელი.
ობიექტის აღწერილობა:
იჯარით გასაცემი ფართი მდებარეობს ქ. გურჯაანის ცენტრალურ ნაწილში, გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მიმდებარედ და რკინიგზის სადგურთან ახლოს. შესაძლებელია მისი გამოყენება კომერციული მიზნისთვის.