გურჯაანის მუნიციპალიტეტი სიახლეები ავლისი 2018 წელი » გვერდი 3 » გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 
ველისციხეში წყლის ორი ახალი ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ჭაბურღილიდან მოპოვებული წყალი სოფლის სათავეში მდებარე ავზში ჩაეშვება, საიდანაც მოსახლეობა მარაგდება.

ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით 230 175 ლარით დაფინანსდა.სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ ჰიდროგეო“ ასრულებს
 
სოფელ ჩუმლაყში ე.წ. "კოშკის" უბნის გზა მოასფალტდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება, რომლის ფარგლებშიც 1000 მეტრზე დაიგება ასფალტის საფარი , მოეწყობა სანიაღვრე არხი და გაკეთდება საგზაო მონიშვნები.

პროექტს ტენდერში გამარჯვებული შპს"ნიუ ბილდ გრუპი" განახორცილებს, რომელიც რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 366 000-მდე ლარით დაფინანსდება.
 
უკან წინ