შალიკაშვილის სახელობის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმი გურჯაანის მუნიციპალიტეტს გადმოეცა!
როგორც იცით, უახლოეს პერიოდში, გურჯაანის დასვენების პარკის რეაბილიტაცია იგეგმება, რომლის ფარგლებშიც ასევე, რეაბილიტირდება მუზეუმიც.
ამ ეტაპისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია მოლაპარაკებებს აწარმოებს თავდაცვის სამინისტროსთან, ექსპონატების გადმოცემასთან დაკავშირებით.
შალიკაშვილის სახელობის ქართულ მხედრულ ისტორიის მუზეუმში, 2700-ზე მეტი ექსპონატია დაცული.
 
მოსახლეობასთან შეხვედრა - კარდენახი 4 ივლისიროგორც იცით ვაგრძელებ მოსახლეობასთან შეხვედრას და მათი პრობლემების პირადად მოსმენას. ამჯერად, კარდენახის ე.წ ‘ნუშების უბანს’ და ‘საბაწმინდის’ უბნის მცხოვრებლებს ვესტუმრე. ნუშების უბანში სანიაღვრეების გაკეთება და სავალი გზის მოხრეშვის სამუშაოები დავგეგმეთ შესაბამის სამსახურებთან ერთად; საბაწმინდის უბნის მცხოვრებლებთან მთავარი პრობლემა წყლის უკანონო მიერთებებია. ამიტომ, მერის წარმომადგენელთან ერთად, შევთანხმდით არსებული წყლის მარაგის თანაბრად გადანაწილებაზე.
 
ტურნირი მინი ფეხბურთში ორგანიზაციებს შორისგურჯაანში, ორგანიზაციებს შორის მინი ფეხბურთის ტურნირი გაიმართა, რომელშიც 9 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ფინალში ერთმანეთს გუნდი „კალაური “ და „გურჯაანი -1929“ დაუპირისპირდნენ, რომელშიც გამარჯვება ტურნირის გასული წლის ჩემპიონმა - „გურჯაანი -1929“ მოიპოვა. მესამე საპრიზო ადგილზე კი გუნდი „მეგა ტექნიკა“ გავიდა. ტურნირის ჩემპიონს „გურჯაანი-1929“ -ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული თასი გადაეცა.
 
7 ივლისს სოფელ ვეჯინში და 8 ივლისს სოფელ გურჯაანში 10:00 საათიდან ორგანიზაცია „საქართველოს წითელი ჯვარი“, მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაატარებს.

ჩატარდება შემდეგი სახის გამოკვლევები:

✅ მუცლის ღრუს ექოსკოპიური კვლევა;
✅ ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიური კვლევა:
✅ კარდიოლოგიური გამოკვლევა;
✅ სისხლში შაქრის შემცველობის დადგენა;

უფასო სამედიცინო გამოკვლევები სოფლების გურჯაანის და ვეჯინის ადმინისტრაციულ შენობებში ჩატარდება. ექიმები პაციენტებს 18:00 საათამდე მიიღებენ.
 
სოფელ ახაშენში სკოლის გზის რეაბილიტაცია დაიწყო. ამ დროისთვსის მიწის ვაკისის მოსწორების სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში მოასფალტდება 881 მეტრის სიგრძის გზა, მოეწყობა სანიაღვრე არხი და გაკეთდება საგზაო მონიშვნები, რისთვისაც 339 418 ლარი დაიხარჯება. სამუშაობს ტენდერში გამარჯვებული შპს „ ნიუ ბილდ გრუპი “ ასრულებს.

 
ანსამბლ "ერისიონის" კონცერტი ველისციხეშიველისციხის ვასო გოძიაშვილის სახელობის თეატრში ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტი გაიმართა. ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი მაყურებლის წინაშე გრანდიოზული შოუ პროგრამით - „ქართული საგანძური“ წარდგა.
 
დღევანდელი მონაცემები ატმის რეალიზაციის შესახებ ატმის მოსავლის ექსპორტთან დაკავშირებით, წელს ქვეყანაში უკეთესი მდგომარეობაა შექმნილი, ვიდრე ეს წინა წელს იყო. ეს განსხვავება ფასზეც აისახება და ამ ეტაპისთვის ატმის ღირებულება 40 თეთრიდან 1 ლარამდე მერყეობს.
ექსპორტზე გასულია 1000 ტონაზე მეტი ატმის და ვაშლატამის მოსავალი.
ამ დროისთვის კი გურჯაანში სულ მოკრეფილია 6000 ტონაზე მეტი მოსავალი. გასულ წელს ამ პერიოდისთვის ექსპორტზე გატანილი იყო 200 ტონამდე პროდუქცია.
ივნისის მონაცემებით ატმის ფასი 40 თეთრიდან 1 ლარამდე მერყეობს, რაც გამომდინარეობს მისი ხარისხიდან.
ამ დროისთვის ხილის ექსპორტირება ხდება სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, უზბეკეთში, უკრაინაში.
წელს ატმის ექსპორტზე 18 კომპანიას აქვს ხელშეკრულება დადებული.
ამ დროისთვის ხინჯიანი, დაბალი ხარისხის ატმის და ვაშლატამის რაოდენობა მცირეა, რომლის რეალიზება ხდება ბაზარზე და მისი ფასი 30 თეთრიდან 40 თეთრამდე მერყეობს, რაც გასულ წელთან შედარებით 10 თეთრით მაღალია. საჭიროების შემთხვევაში ასეთი პროდუქტის ჩაბარება მოხდება ჩუმლაყის, მარნეულის და გორის კონცენტრანტების საწარმოში.
გურჯაანში, ამ დროსთვის 4 სამაცივრე მეურნეობა იბარებს ატამს და ვაშლატამას - ახაშენში, ველისციხეში და 2 ჩუმლაყში. რამდენიმე დღეში კიდევ 3 დაემატება.
ატმის მიღება დაიწყო ჩუმლაყის სამაცივრე მეურნეობამ, რომელიც ხილს 80 თეთრად იბარებს, საწარმო ამ დღეებში აამუშავებს დაფასოების ნაწილსაც, რომელიც აქამდე ტექნიკური მიზეზის გამო არ მუშაობდა.
წელს გურჯაანი დაახლოებით 28 000 ტონა ატმისა და ვაშლატამის მოსავალს ელოდება, საიდანაც ექსპორტზე 10000 ტონა გავა. წინა წლის სტატისტიკის მიხედვით, ექსპორტზე გავიდა 8000ტონა.➡️სოფლის მეურნეოობის სააგენტოში მოქმედებს ერთი ფანჯრის პრინციპი, რომელიც ხელს უწყობს ექსპორტიორებს გამარტივებული წესით მოხდეს პროდუქციის გატანა, ასევე გურჯაანში გახსნილია შტაბი რომელიც ატმის და ვაშლატამის ჩაბარება-რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით მუშაობს.
 
გურჯაანის პარკის რეაბილიტაცია მალე დაიწყებაროგორც იცით, გურჯაანის პარკის რეაბილიტაცია მალე დაიწყება!
მოგეხსენებათ, პროექტი იმდენად მასშტაბურია, რომ საჭიროებს თითოეული ადგილის მიზნობრივად გამოყენებას. ამიტომაც, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ პარკის მიმდებარე ტერიტორია ძირითად განუსხვისებელ ტერიტორიად დაარეგისტრირა.
 
 ფესტივალი 'კუუსალუ-გურჯაანი' - 27 ივნისიგურჯაანმა საგუნდო და ხალხური სიმღერის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც ესტონეთის კუუსალუს მუნიციპალიტეტსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ორ მხარეს შორის კულტურის, ეკონომიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის კუთხით თანამშრომლობას გულისხმობს, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა და მისმა ესტონელმა კოლეგამ, მონიკა სალუმ მოაწერეს ხელი.

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა კუუსალუს (ესტონეთი), გურჯაანის, საგარეჯოსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ბავშვთა ანსამბლებმა და გუნდებმა მიიღეს.

კუუსალუს ბავშვთა გუნდმა ქართველ მსმენელს საჩუქარი გაუკეთა და ქართულად "სულიკო" და "შენ ხარ ვენახი" შეასრულა.

ფესტივალის ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტს ასევე სტუმრობდა კუუსალუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაით კრონსტრომი.
 
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ბენეფიციარმა, მაია ბეროშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში მარწყვის ახალი ბაღი გააშენა.

ბაღის გასაშენებლად სულ 50,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 11,285 ლარი ფერმერმა გრანტის სახით მიიღო, რომელიც სარწყავი სისტემების შესაძენად გამოიყო.