გურჯაანის მუნიციპალიტეტი სიახლეები 23.07.2018 » გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელებში მუნიციპალიტეტის ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის აღმართვისა და საგზაო წრიულების მოსაწყობად დიზაინის/ესკიზის შერჩევის მიზნით.

კონკურსის პირობები:

1. ძირითადი მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ესკიზი/დიზაინი:
გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელებში მუნიციპალიტეტის ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის აღმართვისა და საგზაო წრიულების მოსაწყობად
შემუშავებული დიზაინის/ესკიზის მთავარი გზავნილი უნდა იყოს:
„გურჯაანი - მეღვინეობის ქალაქი“ - “Gurjaani - Winemaking City”