ფესტივალი 'კუუსალუ-გურჯაანი' - 27 ივნისიგურჯაანმა საგუნდო და ხალხური სიმღერის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც ესტონეთის კუუსალუს მუნიციპალიტეტსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი ორ მხარეს შორის კულტურის, ეკონომიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის კუთხით თანამშრომლობას გულისხმობს, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა და მისმა ესტონელმა კოლეგამ, მონიკა სალუმ მოაწერეს ხელი.

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა კუუსალუს (ესტონეთი), გურჯაანის, საგარეჯოსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ბავშვთა ანსამბლებმა და გუნდებმა მიიღეს.

კუუსალუს ბავშვთა გუნდმა ქართველ მსმენელს საჩუქარი გაუკეთა და ქართულად "სულიკო" და "შენ ხარ ვენახი" შეასრულა.

ფესტივალის ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტს ასევე სტუმრობდა კუუსალუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაით კრონსტრომი.
 
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ბენეფიციარმა, მაია ბეროშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში მარწყვის ახალი ბაღი გააშენა.

ბაღის გასაშენებლად სულ 50,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 11,285 ლარი ფერმერმა გრანტის სახით მიიღო, რომელიც სარწყავი სისტემების შესაძენად გამოიყო.

 
ველისციხეში წყლის ორი ახალი ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ჭაბურღილიდან მოპოვებული წყალი სოფლის სათავეში მდებარე ავზში ჩაეშვება, საიდანაც მოსახლეობა მარაგდება.

ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით 230 175 ლარით დაფინანსდა.სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ ჰიდროგეო“ ასრულებს
 
სოფელ ჩუმლაყში ე.წ. "კოშკის" უბნის გზა მოასფალტდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება, რომლის ფარგლებშიც 1000 მეტრზე დაიგება ასფალტის საფარი , მოეწყობა სანიაღვრე არხი და გაკეთდება საგზაო მონიშვნები.

პროექტს ტენდერში გამარჯვებული შპს"ნიუ ბილდ გრუპი" განახორცილებს, რომელიც რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, 366 000-მდე ლარით დაფინანსდება.