გურჯაანში, მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, მდგრადი ენერგეტიკის დღე აღინიშნა. ღონისძიებას, რომლის მიზანიც ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება და განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების პოპულარიზაციაში მათი ჩართვაა, მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი შეუერთდა.

მდგრადი ენერგეტიკის დღე სხვადასხვა აქტივობებით იყო დატვირთული:

ღონისძიება გაიხსნა პრეზენტაციით თემაზე: ენერგოეფექტურობა-საზოგადოების გონებრივი არჩევანი, მოდერატორი ახალგაზრდული საბჭოს თავჯდომარე მარიამ ბაწელაშვილი;
ნაჩვენები იქნა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები თემაზე ,,დაზოგე ელექტროენერგია“;
გაიმართა სპორტული შეჯიბრებები (რბოლა, ბოგირის გაწევა და ა.შ);
პატარა მხატვრებმა მოხატეს ასფალტი;
შესრულდა სპორტული ცეკვები ელექტრონული მუსიკის ფონზე;

სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულებს ა(ა)იპ გურჯაანის სპორტული გაერთიანების ხელმძღვანელმა არჩილ გოგიაშვილმა საცურაო აუზის აბონემენტები გადასცა.


 
სოფელ არაშენდაში წყლის ჭაბურღილი მოეწყობა. სამუშაოებზე, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით ფინანსდება ტენდერი გამოცხადდა და 17 ივლისს დასრულდება.

✅ ახალი ჭაბურღილიდან წყლით სოფლის ცენტრალური უბანი მომარაგდება და 250 -მდე ოჯახის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება