შეხვედრა სოფელ ყიტაანში ატმის მწარმოებლებთან და ექსპორტიორებთანგურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი სოფელ ყიტაანში ატმით მოვაჭრეებს და ექსპორტიორებს შეხვდა.

ისაუბრეს ატმისა და ვაშლატამის რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, არსებულ ფასზე, რომელიც დღეისთვის 50 თეთრიდან 1 ლარამდე მერყეობს და იმ გამარტივებულ პროცედურებზე, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უზრუნველყოფს.
 
 სოფელ ახაშენში "სკოლის გზის" რეაბილიტაცია იწყებაუახლოეს დღეეში სოფელ ახაშენში სკოლის გზის რეაბილიტაცია დაიწყება.

მოასფალტდება 881 მეტრის სიგრძის გზა, მოეწყობა სანიაღვრე არხი და გაკეთდება საგზაო მონიშვნები.

სამუშაობს ტენდერში გამარჯვებული შპს „ ნიუ ბილდ გრუპი “ შეასრულებს.

გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით, ფინანსდება.

 
პარასკევს, 29 ივნისს. 10:30 – 18:00 საათამდე, ქ.გურჯაანში, რუსთაველის #22 , საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში (ყოფილი რუსული სკოლა) სმენის ცენტრი „სი -სერი “ სმენის პრობლემის მქონე მოქალაქეებისთვის უფასო აუდიომეტრიულ გამოკვლევას ჩაატარებს.

✅სამედიცინო აქცია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტარდება.
 
 გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ ვეჯინში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში ე.წ. „ჰესის“ გზის სარებილიტაციო სამუშოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში მოასფალტდება 1060 მეტრის სიგრძი გზა და მოეწყობა სანიაღვრე არხი.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორცილედება, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 378 000 ლარს შეადგენს.

აღნიშნული გზით ვეჯინის მოსახლეობის დაახლოებით 70 % სარგებლობს და მათ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან აკავშირებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ნიუ ბილდ გრუპი“ ასრულებს.
 
„საქართველოსსაავტომობილო გზების დეპარტამენტი“
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული
წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს არაუგვიანეს 2018 წლის 12 ივლისისა, მისამართზე: ქ.
თბილისი, მარშალ-გელოვანის გამზირი N6; ან ელ. ფოსტის
მისამართზე: eia@mepa.gov.ge
სკოპინგის განცხადება
სკოპინგის ანგარიში