„ნავთის ხევის“ მიმდებარე გზა გახსნილია ქალაქ გურჯაანში „ნავთის ხევის“ მიმდებარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.

აღნიშნული გზა უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა „ნავთის ხევმა“ დატბორა და დააზიანა. გზაზე ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელი გახდა და იქ მცხოვრები 3 ოჯახი მისასვლელის გარეშე დარჩა.

მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა სამუშაოები საგანგებო რეჟიმში აწარმოეს, რათა დროულად გადაჭრილიყო საკითხი.

ამ დროისთვის გზა გახსნილია.

ასევე ჩატარდა ხევის გაწმენდითი სამუშაოები. „ნავთის ხევის“ აღნიშნული მონაკვეთი მრავალი წლის განმავლობაში არ გაწმენდილა.
 
სოფელ ჭერემთან დამაკავშირებელი გზა გახსნილიასოფელ ჭერემთან დამაკავშირებელი დროებითი გზის მოხრეშვის სამუშაობი დასრულდა და გზა გახსნილია. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანადამაშვილი შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

სტიქიის შედეგად გზის ნაწილის ჩამოშლის გამო ჭერემთან საავტომობილო გზით დაკავშირება შეუძლებელი იყო. სოფელთან დამაკავშირებელი ძირითადი გზის კაპიტალურად აღდგენამდე მოსახლეობას საშუალება აქვს დროებითი გზით ისარგებლოს.