სოფელ ჭერემთან დამაკავშირებელი ალტერნატიული გზის მოწყობა დაიწყო სოფელ ჭერემთან დამაკავშირებელი გზის ნაწილი სტიქიის შედეგად ჩამოიშალა. მის ნაცვლად ალტერნატიული გზის მოწყობის სამუშაოები დაიწყო.
დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა - არჩილ ხანდამაშვილმა მოადგილესთან - ნიკოლოზ გეთიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე - ვანო ბერიძიშვილთან და მაჟორიტარი
დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელთან - გოგი მაჩხაშვილთან ერთად სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა.
აღნიშნული გზა სავარაუდოდ ხვალ დღის ბოლოსთვის გაიხსნება და სოფელ ჭერემთან დაკავშირება შესაძლებელი გახდება.
 
 სოფელ ვაჩნაძიანის სამუსიკო სკოლის საიუბილეო კონცერტიგურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - ნიკოლოზ გეთიაშვილი სოფელ ვაჩნაძიანის სამუსიკო სკოლის დაარსებიდან 45 - ე საიუბილეო და უხუცესი პედაგოგის პარასკო გზირშვილის 70 წლისადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრო.
საიუბილეო ღონისძიება სამოსიკო სკოლის მოსწავლეების და პედაგოგების მონაწილეობით გაიმართა.
აა(ი)პ გურჯაანის სამუსიკო სკოლების გაერთიანების ხელმძღვანელმა რუსუდან ჩიტაურმა უხუცეს პედაგოგს პარასკო გზირიშვილს და სკოლის მენეჯერს ლალი მენაბდიშვილს, ნაყოფიერი მოღვაწებისა და თაობების აღზრდისთვის, დიპლომები გადასცა.
 
120 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსი, ღია და დახურული ტიპის აუზებით, რესტორნებით, სარეაბილიტაციო/გამაჯანსაღებელი ცენტრებით, ეზოს გამწვანებით, გარე განათებით, ავტოსადგომით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნითა და არსებული თანამშრომლების შენარჩუნებით - „ ახტალას“ აუქციონზე გამარჯვებული გამოცხადდა.
აუქციონის გამარჯვებულმა 376000 მილიონი ლარი უნდა გადაიხადოს და შემდეგ მინიმუმ 12 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს 48 თვის განმავლობაში.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის განცხადებით, ახტალას აუქციონის პირობები და შედეგები ცხადყოფს, რომ ინვესტორის დაინტერესება კურორტით არ მოიცავს მხოლოდ არსებული შენობების რეაბილტაციას ან ახალი სასტუმროს მშენებლობას.
 
გურჯაანში, მერიის მოწვევით გერმანელი ექსპერტი იმყოფებაგურჯაანში, მუნიციპალიტეტის მერიის მოწვევით, სამაუშაო ვიზიტით გერმანელი არქიტექტორი, პროფესორი, ექსპერტი - კრისტიანე ვრაგე იმყოფება.
გერმანელი ექსპერტი 1 თვის განმავლობაში, მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და ძეგლთა დაცვის განყოფილებასთან ერთად, ქალაქ გურჯაანის სივრცითი დაგეგმარებისა და განაშენიანების მოწყობის საკითხებზე იმუშავებს.
შესწავლის და ანლიზის შედეგად შემუშავდება რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა მოხდეს, ქალაქდაგეგმარების დროს, თანამედროვე მეთოდოლოგიების გამოყენება. .