სტიქიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტი კვლავ დააზარალაგურჯაანის მუნიციპალიტეტში გუშინ ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა სოფელ ჭერემთან დამაკავშირებელი გზის ნაწილი ჩამოშალა.
მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი თანამშრომლებთან ერთად ადგილზე გაეცნო ვითარებას და დაიგეგმა სამუშაოები.
სტიქიამ მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებიც დააზარლა. ძლიერმა წვიმამ სოფელ ჭანდარში დააზიანა გზა და ხევის ნაპირი, რომლის გაწმენდითიდა გამაგრებითი სამუშაოები ამ დროისთვის უკვე მიმდინარეობს.