ძირკოკის ხიდის სამუშაოებიკომპანია “Black sea group”-ის დახმარებით, ძირკოკის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყეთ.
ხიდის ქვეშ მოწყობილი ინფრასტრუქტურა, ხელს უშლიდა მოსახლეობის თავისუფლად გადაადგილებას სავარგულებისკენ, ამიტომ სულ მალე ეს საკითხიც გადაჭრილი იქნება!
 
სამედიცინო ცენტრ"კახეთი-იონის"განახლებული შენობის გახსნაგურჯაანში სამედიცინო ცენტრ „კახეთი-იონის“ ახლადგარემონტებული შენობა „კახეთი-იონის" პრეზიდენტმა - ერიკ ჟანტემ კახეთის მხარის გუბერნატორთან - ირაკლი ქადაგიშვილთან და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატთან - დავით სონღულაშვილთან ერთად საზეიმოდ გახსნა.

ღონისძიებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი -არჩილ ხანდამაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე - ვანო ბერიძიშვილი და მოწვეული სტუმრები - საფრანგეთის ყოფილი მინისტრი და სენატორი ბ-ნი ანრი დერენკური, ყოფილი სენატორი - პიერ ბორდიე, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები ნატაშა ეპიგოფი და სოფი ანგოდინა , პარიზის სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორი, ექიმი ჰეპატოლოგი - დომინიკ სალმონი, ფრანფი ექიმი ჰეპატოლოგი, გასტროენტეროლოგი - კორინ კასტელნო, (ა(ა)იპ "კახეთი-იონის" ვიცე-პრეზიდენტი - ჟაკ სიმარი და ჩეხეთის რესპუბლიკების საელჩოების წარმამადგენლები დაესწრნენ.

“პირველ რიგში, ვულოცავ სამედიცინო ცენტრ “კახეთი-იონს” დაარსების 10 წლის იუბილეს. ვფიქრობ, თავისი ხარისხიანი მომსახურებით საკმაოდ მაღალკონკურენტიანი სამედიცინო ცენტრია კახეთის რეგიონში, რომელიც წარმატებით ახორციელებს სახელმწიფო პროგრამებსაც, ისეთს როგორიცაა მაგალითად, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. დარწმუნებული ვარ, კახეთისა და იონის მეგობრობა კიდევ უფრო მეტს სარგებელს მოუტანს ჩვენს მუნიციპალიტეტს,” - გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ ჭანდარში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის აღდგენა და ხევის ნაპირსამაგრი სამუშაოები დაიწყო.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოსული ჭარბი ნალექის შედეგად ადიდებულმა ჭანდრის ხევმა საუბნო გზის ნაწილი და ხევის ნაპირი მოანგრია.
სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც მიმდინარეობს.