გურჯაანის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა, ქალთა მიმართ ძალადობის, მათი უფლებების, ბულინგის, ნაადრევი ქორწინების და ოჯახში ძალადობის თემებზე, სოფლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.
გენდერული თანსწორობის საბჭოს წევრები სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვდნენ.
საინფორმაციო შეხვედრების მიზანი გენდერული თანასწორობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იყო.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორცილედება.
პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა სანიაღვრე არხი. აღნიშნულ გზას რამდენიმე უბანი უკავშირედება და სოფლის მოსახლეობის დაახლოებით 60 პროცენტი სარგლებლობს.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებილი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორცილედება. სატენდერო თანხა 415 248 ლარს შეადგენდა, ამ ეტაპზე გამარჯვებული კომპანიის შერჩევა/შეფასება მიმდინარეობს.
 
კარდენახის სამუსიკოს სკოლის საანგარიშო კონცერტიგურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი სოფელ კარდენახში, იოსებ ნონეშვილის სახლ-მუზეუმში კარდენახის სამუსიკო სკოლის მოსწავლეების საანგარიშო კონცერტს დაესწრო.