გურჯაანის მუნიციპალიტეტი სიახლეები 14.06.2018 » გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ სტიქიის შედეგად დატბორილი ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები უმოკლეს დროში განახორციელა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოსულმა სტიქიამ ქალაქი გურჯაანიც დააზარალა. სტიქიის შედეგად ადიდებულმა „ნავთის ხევმა“ დატბორა და ქვა-ღორღი ჩამოიტანა თავისუფლების ქუჩაზე, რომლის გაწმენდითი სამუშაოები მუნიციპლაიტეტის მერიამ უმოკლეს დროში განახორციელა.
სტიქიის მასშტაბურობიდან გამომდინარე გაწმენდითი სამუშაოები სხვა ლოკაციებზე ამ დრომდე მიმდინარეობს, რომლის პარალელურადაც დაიწყება ქუჩების გადარეცხვის სამუშაოები.
 
 გურჯაანში ატმის ჩაბარება-რეალიზაციის საკითხებზე იმსჯელესგურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატთან დავით სონღულაშვილთან, კახეთის მხარის გუბერნატორთან ირაკლი ქადაგიშვილთან და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერთან არჩილ ხანდამაშვილთან ერთად, ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის საკითხებთან დაკავშირებით, ფერმერებთან, ექსპორტიორებთან და გადამამუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა წელს კახეთის რეგიონში საპროგნოზო მოსავლის რაოდენობა 36 600 ტონას შეადგენს, საიდანაც ატმის წილი 23 600 ტონა, ხოლო ვაშლატამასი -13 000 ტონაა.
შეხვედრაზე, ასევე ცნობილი გახდა, რომ უახლოეს დღეებში გურჯაანში ატმის და ვაშლატამის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდება, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - შალვა კერესელიძე უხელმძღვანელებს. იმუშავებს ცხელი ხაზიც, საიდანაც ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ ნებისმიერ დროს მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.
 
სტიქიის შედეგების სალიკვიდაცო სამუშაოებში დამატებითი ტექნიკა ჩაერთო
გურჯაანის მუნიციპალიტეტი ბოლო დღეების განმავლობაში სტიქიამ რამდენჯერმე დააზარალა. მოსულმა ძლიერმა ნალექმა სოფლებში დააზიანა წყლის სათავე ნაგებობები, ადიდებული ხევებიდან გადმოსულმა წყალმა დატბორა შიდა საუბნო გზები და სავარგულები.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო, რომელშიც ჩართულია როგორც მუნიციპალიტეტის მერიის ტექნიკა, ასევე კომპანია „Black sea group“-ის დამატებითი ტექნიკა.
 
გურჯაანის მერიასა და პოჟავსკა-ბისრიცას შორის მემორანდუმი გაფორმდა გურჯაანის მუნიციპალიტეტსა და სლოვაკეთის, პოვაჟსკა-ბისტრიცას რაიონის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის სურვილის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი, 6 ივნისს, გურჯაანში, მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და პოვაჟსკა-ბისტრიცას რაიონის მერმა კარლოს იანასინმა მოაწერეს.
ურთიერთანამშრომლობის სურვილის მემორანდუმი სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, სპორტის, განათლებისა და ტექნოლოგიური მიმართულებით თანამშრომლობას გულისხობს.