"ჩვენ არ ვცნობთ შეზღუდვებს"ღონისძიება ქალაქ გურჯაანის მე-4 საბავშვო ბაღში
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი ქალაქ გურჯაანის მე-4 საბავშვო ბაღში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ. მასში მონაწილეობა, ბაღის აღსაზრდელებთან ერთად დღის ცენტრის ,,ლაიფ ლაინის,, ბენეფიციარებმაც მიიღეს.
 
 გურჯაანში მხიარულთა და საზრიანთა გუნდები შეიქმნაგურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის და მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით გურჯაანში მხიარულთა და საზრიანთა გუნდები შეიქმნა.
შესარჩევ ტურში მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლამ მიიღო მონაწილეობა. კონკურსის შედეგად მხიარულთა და საზრიანთა 17 გუნდი შეიქმნა, რომლებიც გურჯაანის „მანსანკანის“ ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას.
„პროექტი მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ხორციელდება. შესარცევი კონკურსი, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ჩაატარა, რომელიც საქართველოში „მანსანკანის“თამაშებს ოფიციალურად ატარებს. სცენარისტები, რომლებიც საქართველოს მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ნაკრების წევრები არიან გამარჯვებულ გუნდებთან იმუშავებენ.