გურჯაანში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან დაიწყოგურჯაანის მუნიციპალიტეტში დილიდან მიმდინარეობს სტიქიით გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელშიც მერიის ყველას შესაბამისი სამსახურია ჩართული.
გაიწმინდა ქალაქ გურჯაანში თავისუფლების ქუჩა, „კოტეხის ხევი“, „ნავთის ხევი“ და მისი მიმდებარე ტერიტორია. ასევე გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა სოფლებში - კარდენახში, ვეჯინში, ჭანდარსა და ძირკოკში.
ამ ეტაპზე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ გურჯაანში, კომპანია “Black sea group”-ის დახმარებით, ხევისუბანში ეკლესიიკენ მიმავალ გზა, ჭარბი ნალექის შედეგად მოტანილი ქვა-ღორღისგან იწმინდება. ამ დროისთვის სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ კალაურშიც, რომელშიც ხვალ დამატებითი ტექნიკა ჩაერთვება. სტიქიამ ბაკურციხეშიც შექმნა პრობლემები, ჭარბი ნალექის გამო წყლის დონე ამ დრომდე მომატებულია და მისი დაკლებისთანავე დაიწყება სამუშაოები.
გუშინ გვიან ღამით მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქ გურჯაანში და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ხევები ადიდდა და შიდა საუბნო გზები დაზიანდა.
 
გურჯაანში, საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-TBILISI იწყება. ფესტივალის ფარგლებში კინოჩვენებები გურჯაანის მუნიციპალიტეტში მდებარე 4 მუზეუმში გაიმართება.
12 ივნისი, 19:00 საათზე, ნატო ვაჩნაძის სახლ მუზეუმში, დოკუმენტური კინოფესტივალის 2018 წლის გამოშვების ერთ-ერთი გამარჯვებული ფილმის ,,გამჭირვალე სამყარო"(რეჟისორი: ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი) ჩვენება გაიმართება, 13 ივნისს, 19:00 საათზე, სოფელ ვეჯინში ივანე ბერიტაშვილის მუზეუმის კინოდარბაზში ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი ,,ქალი ტყვეობაში"( რეჟისორი: ბერნადეტ ტუზა-რიტერი) , 19 ივნისს, 19:00 საათზე კი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები ,,ღმერთო მადლობა ჩაისთვის"( რეჟისორი: მაკა გოგოლაძე და აპოლო ჯავახეთი, ბაქარ ჩერქეზიშვილი ) იქნება ნაჩვენები სოფელ კარდენახში იოსებ ნონეშვილის მუზეუმში. ფესტივალი 2018 - ის ფარგლებში ბოლო კინოჩვენება ქალაქ გურჯაანში, დიდების მემორიუალური მუზეუმის ამფითეატრში გაიმართება, სადაც ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი ,,მზის ქალაქი" (რეჟისორი: რატი ონელი).
„ CinéDOC Tbilisi ეს არის დოკუმენტური ფილმების ფესტივალი, რომელიც თბილისში მაისის თვეში გაიმართა, ხოლო ეხლა კი გურჯაანის მუნიციპალიტეტი მასპინძლობს. ფესტივალს, მთავარი პრიზის მფლობელი ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის ფილმი "გამჭვირვალე სამყარო" გახსნის. ასევე გურჯაანის კულტურის ცენტრში ვიწყებთ თავისუფალი კინოჩვენებს, რომელსაც ვანხორციელბთ ფონდი "აჰუაჰუ"-ს "თავისუფალ კინოჩვენებებთან" პარტნიორობით, პროექტის მხარდამჭერი კი Adjara.Net-ია!“ - განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის და განთლების განყოფილების უფროსმა-თამარ ფურცელაძემ.

ფესტივალზე მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ უფასოდ დაათვალიერონ მუზეუმები.

გურჯაანში, ფესტივალი CinéDOC-TBILISI მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით ტარდება.
 
გურჯაანში, მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით და აა(ი)პ "კულტურის ცენტრის" მხარდაჭერით თავისუფალი კინოჩვენებების კვირეულს იწყება. კინოჩვენებები გურჯაანის კულტური ცენტრში გაიმართება.

12 ივნისი, 18:00 საათი - ანიმაციური ფილმი "ზოოტოპია" (რეჟისორი: Byron Howard);
14 ივნისი, 19:00 საათი - მხატვრული ფილმი "ალი და ნინო" (რეჟისორი: Asif Kapadia);
18 ივნისი, 19:00 საათი - მხატვრული ფილმი "ჰაქსოუს გმირი" (რეჟისორი: Mel Gibson);
21 ივნისი, 18:00 საათი - ანიმაციური ფილმი "შინაური ცხოველების საიდუმლო ცხოვრება" (რეჟისორი: Chris Renaud,Yarrow Cheney);
25 ივნისი, 19:00 საათი - მხატვრული ფილმი "მგზავრები" (რეჟისორი: Morten Tyldum);

„გურჯაანის კულტურის ცენტრში დავიწყეთ თავისუფალი კინოჩვენებების კვირეული, რომელსაც ფონდი "აჰუაჰუს" პარტნიორობითა და აჭარანეტის მხარდაჭერით ვახორციელებთ. პროექტი მიზნად ისახავს კინოკლუბის განვითარების ხელშეწყობასა და კინოინდუსტრიის მიმართულებით ინტერესის ამაღლებას გურჯაანში.“ განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ეკა ცისკარაშვილმა.