გურჯაანის მუნიციპალიტეტი სიახლეები 11.06.2018 » გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა სეტყვით დაზარალებული სოფლები - მელაანი, არაშენდა და ქოდალო მოინახულა და ვითარებას ადგილზე გაეცნო. მუნიციპალიტეტის მერი ადგილობრივებს შეხვდა და დასეტყვილი სავარგულებიც დაათვალიერა.
გუშინ საღამოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის 3 სოფელი დააზარალა, სტიქიით მიყენებულ ზიანს მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია დაითვლის.