გურჯაანის მუნიციპალიტეტი სიახლეები 06.06.2018 » გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 
 შეხვედრა ფერმერებთან სოფელ ჩუმლაყშიგურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი მოადგილესთან ერთად, დღეს, სოფელ ჩუმლაყში ფერმერებს შეხვდა და გარგარის და ატმის რეალიზაციით დაინტერესდა.
არჩილ ხანდამაშვილმა და ნიკოლოზ გეთიაშვილმა ფერმერებთან მოსავლის მასშტაბურობაზე და რეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იწყება. 2018 წელს შემდეგი მასშტაბური პროექტებია დაგეგმილი -

ესენია:

✅ სოფელ ბაკურციხეში შიდა სასოფლო გზის მოასფალტება (სამადაანთ უბანი);

✅ სოფელ კარდენახში სასაფლაოს გზის მოასფალტება და ცენტრალური გზიდან საუბნო გზებზე ჩასასვლელებში ბეტონის საფარის მოწყობა;

✅ სოფელ ვეჯინში ჰესის უბნის გზის მოასფალტება;

✅ სოფელ ჩუმლაყში "კოშკის" სასაფლაოს გზის რეაბილიტაცია;

✅ სოფელ ახაშენში სკოლისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია;

✅ სოფელ ველისციხეში ორი ახალი ჭაბურღილის მოწყობა;

✅ სოფელ გურჯაანში "ქვემო წითელ უბანში" ჭაბურღილის მოწყობა;

✅ სოფელ ველისციხეში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია;

✅ სოფელ მუკუზანში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია;

✅ ქალაქ გურჯაანში ფურცელაძის ჩიხში არსებული სანიაღვრე-საკანალიზაციო კოლექტორის რეაბილიტაცია;

✅ სოფელ ზეგაანში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია;

✅ სოფელ კოლაგში ახალი ჭაბურღილის მოწყობა;

✅ სოფელ არაშენდაში ახალი ჭაბურღილის მოწყობა;

✅ სოფელ ჭერემში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია;

ეს მხოლოდ ნაწილია პროექტების, რომლის განხორციელებაც მიმდინარე წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში იგეგმება.
 
გურჯაანის მერი კაჭრეთის სამუსიკო სკოლის საიუბილეო კონცერტს დაესწრგურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი სოფელ კაჭრეთის სამუსიკო სკოლაში გამართულ სკოლის დაარსებიდან 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო კონცერტს დაესწრო. ღონისძიებაში მონაწილეობა სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მიიღეს.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელთან - ეკა ცისკარაშვილთან და კულტურის და განათლების განყოფილების უფროსთან - თამარ ფურცელაძესთან ერთად, გურჯაანის შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკაში მწერალ ლევან გოთუას შემოქმედებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.