გურჯაანის მუნიციპალიტეტი სიახლეები 05.06.2018 » გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა, ქალთა მიმართ ძალადობის, მათი უფლებების, ბულინგის, ნაადრევი ქორწინების და ოჯახში ძალადობის თემებზე, სოფლებში საინფორმაციო შეხვედრები დაიწყეს.
გენდერული თანსწორობის საბჭოს თავმჯდომარემ - მარიამ სირბილაშვილმა, ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის ოფისის ხელმძღვანელმა - ლია ხუროშვილმა და საბჭოს მდივანმა, მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოცილურ საკითხთა სამსახური უფროსმა სპეციალისტმა გენდერულ საკითხებში - ელზა პაპოშვილმა შეხვედრები გამართეს სოფელ ვაჩნაძიანში, კალაურსა და შაშიანში, რომელსაც სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების თანამშრომლები, საჯარო სკოლის პედაგოგები, უფროსკლასელები და მშობლები ესწრებოდნენ. მოეწყო ბულინგის თემაზე ფილმის ჩვენება და გაიმართა დისკუსია.