ანსამბლ "გურჯაანის" კონცერტიდღეს, გურჯაანის კულტურის ცენტრში ქართული ეროვნული ქორეოგრაფიული ანსამბლ "გურჯაანის" წლის საანგარიშო კონცერტი გამართა, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ეკა ცისკარაშვილი, კულტურის და განათლების განყოფილების ხელმძღვანელთან - თამარ ფურცელაძესთან ერთად დაესწრო.
 
 გურჯაანის მერიამ ტურიზმის განვითარეის სამოქმედო გეგმა შეიმუშავაგურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ გერმანელ ექსპერტს - პეტერ შულცეს უმასპინძლა და საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტების და ტურიზმის განყოფილებასთან ერთად, გურჯაანის ტურიზმის განვითარების სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.

გერმანელმა ექსპერტმა შეისწავლა მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი, მოინახულა ისტორიული და კულტურული ძეგლები და დაათვალიერა სოფლები.

სამ კვირიანი ანალიზის საფუძველზე, ექსპერტის განცხადებით გურჯაანს დიდი პოტენციალი გააჩნია, როგორც ღვინის ტურიზმის, ასევე ეკოტურიზმის, აგროტურიზმის, არქეოლოგიური, სათავგადასავლო და ექსტრემალური ტურიზმის მიმართულებით.