გურჯაანის მუნიციპალიტეტი სიახლეები მაისი 2018 წელი » გვერდი 5 » გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 
5 მაისს სოფელ ველისციხის და 6 მაისს სოფელ ვაჩნაძიანის ამბულატორიებში 10 :00 საათიდან 18:00 საათამდე ექიმები მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარებენ.

ჩატარდება შემდეგი სახის გამოკვლევები :

✅ მუცლის ღრუს ექოსკოპიური კვლევა;

✅ ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიური კვლევა;

✅ კარდიოლოგიური გამოკვლევა;

✅ სისხლში შაქრის შემცველობის განსაზღვრა;

სოციალური აქცია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის და ორგანიზაცია „საქართველოს წითელი ჯვრის“ თანამშრომლობით ხორციელდება.
 
გურჯაანის მუნიციპალიტში მცხოვრებ, ხერხემლის დაზიანების მქონე, მძიმე მდგომარეობაში მყოფ ათამდე ადამიანს, სოციალური კამპანიის ფარგლებში მექანიკური ტიპის სამედიცინო საწოლები გადაეცა.
 
დღეს გურჯაანის სპორტკომპლექსში, პროექტის „სპორტი ბარიერების გარეშე“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის სირბილში 60 მ. დისტანციაზე, ვაჟებსა და გოგონებს შორის, შეჯიბრი გაიმართა. რბენაში ათმა საჯარო სკოლის გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ვაჟებში გამარჯვებული სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკა ქართლელიშვილი გახდა, გოგონებს შორის კი გამარჯვება ქ.გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლემ ქეთევან მოდებაძემ მოიპოვა.
 
გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლებისთვის თბილისის ტექნოპარკში საინფორმაციო ტურები ეწყობა.

მოსწავლეები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ტექნოლოგიებით, აქვთ ბიზნესიდეები და არიან მოტივირებულები ათვალიერებენ ტექნოპარკის სივრცეს, ეცნობიან იმ პროექტებს და პროგრამებს რომელსაც ტექნოპარკი ახორცილებს, ასევე იღებენ ინფორმაციას ინოვაციური ტექნოლოგიების, მაღალტექნოლოგიური დანადგარების და მათი გამოყენების შესაძლებლობებზე.

 
უკან წინ