გურჯაანის მუნიციპალიტეტი სიახლეები მაისი 2018 წელი » გვერდი 4 » გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 
დღეს, გურჯაანის სპორტკომპლექსში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით და გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, საჯარო სკოლებს შორის „ მხიარული სტარტები“ გაიმართა.

ტურნირში ხუთმა საჯარო სკოლის გუნდმა მიიღო მონაწილეობა - ქ.გურჯაანის #1 საჯარო სკოლა "პირველები", ქ.გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლა "გიმნაზია," ქ. გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლა "ჩემპიონები," სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლა "Ge school" და სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლა "ორბი."

ფინალი სოფელ ჩუმლაყის და სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლებს შორის გაიმართა.

„მხიარული სტარტების“ გამარჯვებული სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის გუნდი "Ge school" გახდა, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული თასი გადაეცა
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის და ორგანიზაცია "საქართველოს წითელი ჯვრის" თანამშრომლობით გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ველისციხესა და ვაჩნაძიანში მოსახლეობისთვის უფასო სამედაცინო გამოკვლევები ჩატარდა.
პაციენტებს შემდეგი სახის გამოკვლები ჩაუტარდათ: მუცლის ღრუს და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიური კვლევა, კარდიოლოგიური გამოკვლევა და ლაბორატორიული ანალიზი (სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა).

 
დღეს, გურჯაანში, კურორტ „ ახტალაზე“ "აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის" ექიმებმა მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაცია და კვლევები ჩაუტარეს. აქციის ფარგლებში პაციენტებს გაეწიათ მაღალკვალიფიციური ექიმი კარდიოლოგების კონსუტაცია და საჭიროების შესაბამისად ჩაუტარდათ კარდიოლოგიური და ლაბორატორიული კვლევები, როგორებიცაა-ელექტროკარდიოგრაფია, ეხოკარდიოსკოპია, ლაბორატორიული ანალიზი - გლუკოზა, ქოლესტერინი.
 
მინი ფეხბურთში სასკოლო ტურნირის გამარჯვებული ქ.გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლა გახდა. ტურნირის ფინალი, 4 მაისს, ქალაქ გურჯააში, ახტალის მინი სტადიონზე გაიმართა. ფინალში ერთმანეთს სოფელ ბაკურციხის და ქალაქ გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლის გუნდები შეხვდნენ. თამაშის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და პენლების სერიაში გამარჯვება ქალაქ გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლამ მოიპოვა.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტი-მ(ა) დაამატა 21 ახალი ფოტო ალბომში: "ილია-ევროპელი“ გურჯაანის ბიბლიოთეკაში გამოფენა გაიხსნა.
4 მაისი, 21:00-ზე ·
დღეს გურჯაანის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტის ფარგლებში გამოფენა „ილია-ევროპელი“ გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ილიას მასალები, ხელნაწერები, საარქივო დოკუმენტები, ფოტომასალა, მისი ჩანაწერები ევროპულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლებია.

ღონისძიება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ გახსნეს.

"გურჯაანისთვის დღევანდელი გამოფენა საგანმანათლებლო კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები ხშირად ჩატარდება. მე და ბატონი ზაზა აბაშიძე უკვე შევთანხმდით, რომ მსგავსი გამოფენა შემოდგომაზეც მოეწყობა გურჯაანში. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ახალგაზრდები ბევრ საგანმანათლებლო აქტოვობას მიიღებენ მუნიციპალიტეტის მერიისგან."-განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

 
გურჯაანში „ მოყვარულთა ლიგა - 2018“ თასის გათამაშების შიდა მუნიციპალური ტურნირი დაიწყო. მასში 5 გუნდი მონაწილეობს - „ველისციხე“ , „კალაური“, „ ბაკურციხე“ , „ბეკო“ და „ იბერია“ .

3 მაისს, გურჯაანის დავით ყიფიანის სახელობის სტადიონზე ორი თამაში გაიმართა. „კალაური“ - „ ველისციხის“ დაპირისპირება 1:3 დამთავრდა, ხოლო
„ იბერია“ - „ ბეკო“ ანგარიშით 0:1 დამთავრდა .
 
ქ. გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლაში, ფრენბურთის სასკოლო ტურნირის ფინალი გაიმართა. შეჯიბრი გოგონებსა და ვაჟებს შორის მოეწყო. ფინალში ერთმანეთს ვაჟებში ჩუმლაყის და ბაკურციხის საჯარო სკოლის გუნდები, ხოლო გოგონებში ქ.გურჯაანის მე-4 და კაჭრეთის საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ.

ტურნირის გამარჯვებული ვაჟებში ბაკურციხის, გოგონებში კი კაჭრეთის სკოლა გახდა. მათ გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული თასები და დიპლომები გადაეცათ.


 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2018 წლის პროგრამა თანდართული სახით.
მუხლი 2
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსება მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2018 წლის სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ” გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის №4 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 22.01.2018, 010250050.35.166.016371).
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი

დეტალები იხილეთ ფაილში :
Âåñ:
85.27 Kb
Çàãðóçîê:
0

 
შაბათს, 5 მაისს , 10:00 საათიდან, ქალაქ გურჯაანში, თამარ მეფის #9 -ში, კურორტ „ახტალაზე“ „აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის“ ექიმები მოსახლეობას უფასო გამოკვლევებს ჩაუტარებენ და კონსულტაციას გაუწევენ.
 
ცურვაში, კახეთის ღია პირველობაზე მოასპარეზე გურჯაანელ მონაწილეებს კახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურაბ არსენიშვილმა და ააიპ „გურჯაანის სპორტული გაერთიანების“ დირექტორმა არჩილ გოგიაშვილმა მადლობა გადაუხადეს, წარმატება მიულოცეს და მსოფლიო მასშტაბებზე გასვლა უსურვეს.