თელავში, პროექტის „სპორტი ბარიერების გარეშე“ სპრინტში 60 მეტრ დისტანციაზე რეგიონიული შეჯიბრი გაიმართა, რომელშიც გამარჯვება გურჯაანელმა მოსწავლეებმა მოიპოვეს.

გოგონებში გამარჯვებული ქ.გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე ქეთევან მოდებაძე გახდა, ხოლო ბიჭებს შორის გამარჯვება ჩუმლაყის საჯარო სკოლის მოსწავლემ ნიკა ქართლელიშვილმა მოიპოვა.
 
დღეს, გურჯაანში, კულტურის ცნეტრში, 17 :00 საათზე ფილმის „ექვთიმე ღვთისკაცი“ ჩვენება გაიმართება.
ფილმში მთავარ როლს, რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს.
ფილმის სიუჟეტი კი, 1920-იანი წლების საქართველოს უკავშირდება, როდესაც ჩვენს ქვეყანაში საბჭოთა არმია შემოიჭრა, ხოლო მთავრობის გადაწყვეტილებით სახაზინო ქონება და სამუზეუმო განძი შეიკრიბა და მათ ემიგრაციაში საფრანგეთში წასვლა მოუწიათ. სამუზეუმო განძის შეკრება კი ექვთიმე თაყაიშვილს დაავალეს და მის მცველად დანიშნეს.
ფილმის სიუჟეტი ექვთიმე თაყაიშვილის (მსახიობი - რეზო ჩხიკვიშვილი) ურთულეს ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეხება, რომელიც ძირითადად მოიცავს მის მიერ 39 ყუთში განთავსებული საგანძურის დაცვისა და მისი დაბრუნების ისტორიას საფრანგეთში ემიგრაციის პერიოდში, 1921-1945 წლებში. ფილმს თან გასდევს ექვთიმესა და მისი ულამაზესი მეუღლისა და თანამებრძოლის ნინო პოლტორაცკაიას (მსახიობი - ანა წერეთელი) სიყვარულის ამბავი.

ფილმის ჩვენება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

დასწრება თავისუფალია.
 
გურჯაანის საფეხბურთო გუნდმა „ ალაზანმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

გურჯაანელმა ფეხბურთელებმა „ღია ლიგის“ გათამაშების მე-7 ტურში ძლიერი მეტოქე ცხინვალის გუნდი დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხეს და გუნდი კვლავ 18 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე გათამაშებაში გუნდს 6 მოგება და მხოლოდ 1 წაგებაა აქვს. „ალაზანი“ პირველი წრის ბოლო შეხვედრას 12 ივნისს სტუმრად ითამაშებს.
 
1 ივნისს, 13:00 საათიდან, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, გიწვევთ კურორტ “ახტალას“ ტერიტორიაზე ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად.

მოწვეული ანიმატორების ჯგუფი, თქვენი პატარებისთვის, გასართობ შოუ-პროგრამას წარმოადგენს, ასევე მოეწყობა ოცამდე გასართობი ზონა.

გაიმართება სახეზე მოხატვა, სამაგიდო თამაშები და შეჯიბრებები.

17:00 საათზე კულტურის ცენტრში ინტეგრირებული თეატრალური დასი „აზდაკის ბაღი“ გამართავს წარმოდგენას „კაცია-ადამიანი?!“.

დასწრება თავისუფალია!