გურჯაანის მუნიციპალიტეტი სიახლეები 28.05.2018 » გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 
დღეს, გურჯაანში, დავით ყიფიანის სახელობის სტადიონზე ფეხბურთში „მოყვარულთა თასი - 2018 " -ის შიდა მუნიციპალური ტურნირის ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს გუნდები „ბეკო“ და „ველისციხე“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა „ ბეკოს“ გამარჯვებით 3:1 დასრულდა. გამარჯვებული გუნდი „ მოყვარულთა თასის“ რეგიონულ შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას.

"მოყვარულთა თასი - 2018"-ის შიდა მუნიციპალური ტურნირი გურჯაანის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.