გურჯაანში, დიდების მემორიალზე საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა.
წარმოდგენილი იყო დამოუკიდებლობის თემაზე მუზეუმებში დაცული ექსპონატები, რომლითაც გაცოცხლდა საქართველოს ისტორია 1918 წლიდან დღემდე.
მოეწყო ხალხური რეწვის ნამუშევრების და ნახატების გამოფენა. ადგილობრივმა მეწარმეებმა საკუთარი პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა მოაწყვეს.

გაცოცხლებული იყვნენ ეროვნული გმირები - ნოე რამიშვილი , ნოე ჟორდანია, ექვთიმე თაყაიშვილი და კოტე აფხაზი. შესრულდა დამოუკიდებლობის აქტის ხელმოწერის ინსცენირება.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ცხენოსნებმა და მოფარიკავეებმა.

ღია ცის ქვეშ გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა ლაშა ღლონტმა და მისმა მეგობრებმა , ფოლკლორულმა ანსამბლებმა „ხარებამ“ და „გურჯაანმა“ , ასევე ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ცერულმა “ მიიღეს.

ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონობის ტიტულის მქონე გურჯაანელი სპორტსმენები, რომლებსაც ფულადი ჯილდოები გადაეცათ.