გურჯაანის მუნიციპალიტეტი სიახლეები 21.05.2018 » გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 
"მოდი ღამე მუზეუმი"-ს პროექტის ფარგლებში, 19 მაისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა მუზეუმი 10:00 საათიდან 01:00 საათამდე დამთვალიერებს უფასოდ მოემსახურა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და ა(ა)იპ "საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების" ორგანიზებით, ეს დღე განსაკუთრებულად აღინიშნა სოფელ კარდენახში, იოსებ ნონეშვილის მუზეუმში. ღია ცის ქვეშ გაიმართა ფოლკლორული ანსამბლი "ხარება"-ს კონცერტი, კოცონთან მოეწყო პოეზიის საღამო, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა და ეხილათ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქვევრის ღვინო, მიერთვათ ჩაი და ეთამაშათ სამაგიდო თამაშები.
იოსებ ნონეშვილის მუზეუმში გამართულ ღონისძიებას სხვა სტუმრებთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი ოჯახთან ერთად ესწრებოდა.