დღეს გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ეროვნული სამოსის დღე ორიგინალურად აღინიშნა. ღონისძიებაზე მისულმა სტუმრებმა, ძველი ქართული ფილმებიდან გაცოცხლებული ეპიზოდები იხილეს. სახლ-მუზეუმის ეზოში მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ნატო ვაჩნაძისა და ქართული ტრადიციული სამოსის ფოტო არქივი. მე-19 საუკუნის საქართველოში მოგზაურობასთან ერთად, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქვევრის კახური ღვინო. ღონისძიების ყველა სტუმარი ეროვნულ სამოსში იყო გამოწყობილი, მათ შორის გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი და მერის მოადგილე ნიკოლოზ გეთიაშვილი, ადგილობრივი თვითმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად