დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, „სამედიცინო კორპარაცია ევექსისის“ ექიმებმა მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარეს. პაციენტებს დილიდან მაღალკვალიფიციურ კონსულტაციებს უწევდენენ "ევექსის" სხვადასხვა პროფილის ექიმი-სპეციალისტები - თერაპევტი, პედიატრი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, ოკულისტი, ქირურგი, უროლოგი, ონკოლოგი (მამოლოგი), ოტორინოლარინგოლოგი, კარდიოლოგი და ნეიროქირურგი. ასევე, ჩაუტარდათ ექოსკოპიური კვლევები და ელექტროკარდიოგრაფია. უფასო სამედიცინო გამოკვლევები მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში უკვე ჩატარდა და სხვა სოფლებშიც იგეგმება.