გურჯაანის მუნიციპალიტეტი სიახლეები 16.05.2018 » გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 
ჭადრაკში სასკოლო სპარტაკიადის გამარჯვებული ქ.გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლის გუნდი გახდა. გამარჯვებელი გუნდის წევრებს - დათა ყალაბეგაშვილს, ანი ჭყოიძეს და გიგი ჩოკოშვილს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული, მედლები და დიპლომები გადაეცათ. მეორე ადგილზე ქ.გურჯაანის მე-2, ხოლო მესამე ადგილზე სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლები გავიდნენ.
 
დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი გურჯაანში, სოციალური საწარმოს „პურთა პურის“ გახსნას დაესწრო. საცხობი უსაფუარო, სვიაზე დამზადებულ, ეკოლოგიურად სუფთა პურს გამოაცხობს, რომელიც თავდაპირველად, მხოლოდ გურჯაანის მასშტაბით გაიყიდება. საწარმოში მარტოხელა მშობლები დასაქმდებიან. „მსგავსი სოციალური საწარმოების შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ ბევრი მომხმარებელი ეყოლება მათ წარმოებულ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს.“ -განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.