დღეს, გურჯაანის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ა(ა)იპ საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებით, ბიბლიოთეკების კვირეულის ფარგლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრას საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზოტორი ლია გოდელაშვილი უძღვებოდა. აუდიტორიამ იხილა ანდრო ჭიაურელის დოკუმენტური ფილმი „ექვთიმე“. ფილმის ჩვენებამდე კი მოკლე ისტორიული მომოხილვა გააკეთა ისტორიკოსმა შოთა უტიაშვილმა. ღონისძიებას გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია შაოშვილი, საკრებულოს წევრები, პედაგოგები, მოსწავლეები, ბიბლიოთეკის ლიტერატურული სალონის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.