გურჯაანის მუნიციპალიტეტი სიახლეები 13.05.2018 » გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, სპორტის 6 სახეობაში, სასკოლო სპარტაკიადა დაიწყო. სპარტაკიადის ფარგლებში პირველი ტურნირი მინი ფეხბურთში გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც სოფელ ბაკურციხის საჯარო სკოლის გუნდი გახდა. ბაკურციხე ფინალში ვაჩნაძიანის საჯარო სკოლის გუნდს დაუპირისპირდა, ანგარიშით 9:1 დაამარცხა და მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებულ თასს დაეუფლა, ფეხბურთელებს კი მედლები და დიპლომები გადაეცათ. მეორე ადგილზე სოფელ ვაჩნაძიანის, მესამეზე კი ქ.გურჯაანის #1 საჯარო სკოლის გუნდები გავიდნენ. სამივე საპრიზო ადგილზე გასულ გუნდს საჩუქრად ფეხბურთის ბურთები გადაეცათ. სასკოლო სპარტაკიადა კიდევ ხუთ სახეობაში - კალათბურთში, ფრენბურთში, მაგიდის ჩოგბურთსა და ბადმინტონში გაიმართება.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტში პროექტები „ბავშთა ნევროლოგიური მომსახურების უახლესი მეთოდოლოგიების დანერგვა და მათი ფუნქციონირების ხელშეწყობა“ და „3 დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა და მშობელთა მომსხურების დანერგვა“ იწყება.

პროექტების ფარგლებში მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 3 დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებს, ნევროლოგიის და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტიდან მოწვეული ფსიქოლოგები და ექიმი-ნევროლოგები, უფასო კონსულტაციებს ჩაუტარებენ.
 
11 მაისს, გურჯაანის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში ენერგოომბუდსმენის წარმომადგენელმა სოფიო აივაზაშვილმა შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზით მომარაგების და წყალმომარაგების სფეროში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. სოფიო აივაზაშვილმა აუდიტორიას საზოგადოებრივი დამცველის ფუნქციების და მომხმარებელთა უფლებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცაი და არსებული პრობლემების აღმოფხვრაში ჩართულობა შესთავაზა. შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა. მას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სიმონ ქოჩორაშვილი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი შორენა ნადაშვილი, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და მოქალაქეები დაესწრნენ.