დღეს გურჯაანის სამუსიკო სკოლაში ღონისძიება - „სცენაზე მხოლოდ ვაჟები“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა გურჯაანის, საგარეჯოს, ყვარლის, ლაგოდეხის და სიღნაღის სამუსიკო სკოლების ვაჟმა მოსწავლეებმა მიიღეს.

კონცერტს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ეკა ცისკარაშვილი თანამშრომლებთან ერთად დაესწრნენ.

სამუსიკო სკოლების გაერთიანების ხელმძღვანელის რუსუდან ჩიტაურის განცხადებით, ასეთი მუსიკალური მეგობრული შეხვედრა-კონცერტი ტრადიცულ სახეს მიიღებს.
 
დღეს, გურჯაანის კულტურის ცენტრში ფესტივალის ფარგლებში, სამხატრო სკოლის მოსწავლეებისთვის, ანიმაციის „ ვორქშოფი“ გაიმართა. ბავშვები გაეცნენ ეტაპებს, თუ როგორ იქმნება ანიმაციური ფილმი და თავადაც შექმნეს პატარა ანიმაცია. ხვალ კი, „ექო-თოფუზის“ ფარგლებში, 14 :00 საათზე , ქალაქის ქუჩებში " ბარაბან- შოუ" მოეწყობა, რომლის შემდეგაც,კულტურის ცენტრის დარბაზში, ანიმაციური კინოჩვენება გაიმართება.

გურჯაანში ფესტივალი „ექო-თოფუზი“, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით იმართება.