დღეს, გურჯაანში, კურორტ „ ახტალაზე“ "აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის" ექიმებმა მოსახლეობას უფასო სამედიცინო კონსულტაცია და კვლევები ჩაუტარეს. აქციის ფარგლებში პაციენტებს გაეწიათ მაღალკვალიფიციური ექიმი კარდიოლოგების კონსუტაცია და საჭიროების შესაბამისად ჩაუტარდათ კარდიოლოგიური და ლაბორატორიული კვლევები, როგორებიცაა-ელექტროკარდიოგრაფია, ეხოკარდიოსკოპია, ლაბორატორიული ანალიზი - გლუკოზა, ქოლესტერინი.
 
მინი ფეხბურთში სასკოლო ტურნირის გამარჯვებული ქ.გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლა გახდა. ტურნირის ფინალი, 4 მაისს, ქალაქ გურჯააში, ახტალის მინი სტადიონზე გაიმართა. ფინალში ერთმანეთს სოფელ ბაკურციხის და ქალაქ გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლის გუნდები შეხვდნენ. თამაშის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და პენლების სერიაში გამარჯვება ქალაქ გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლამ მოიპოვა.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტი-მ(ა) დაამატა 21 ახალი ფოტო ალბომში: "ილია-ევროპელი“ გურჯაანის ბიბლიოთეკაში გამოფენა გაიხსნა.
4 მაისი, 21:00-ზე ·
დღეს გურჯაანის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტის ფარგლებში გამოფენა „ილია-ევროპელი“ გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ილიას მასალები, ხელნაწერები, საარქივო დოკუმენტები, ფოტომასალა, მისი ჩანაწერები ევროპულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლებია.

ღონისძიება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ გახსნეს.

"გურჯაანისთვის დღევანდელი გამოფენა საგანმანათლებლო კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები ხშირად ჩატარდება. მე და ბატონი ზაზა აბაშიძე უკვე შევთანხმდით, რომ მსგავსი გამოფენა შემოდგომაზეც მოეწყობა გურჯაანში. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ახალგაზრდები ბევრ საგანმანათლებლო აქტოვობას მიიღებენ მუნიციპალიტეტის მერიისგან."-განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.