გურჯაანის მუნიციპალიტში მცხოვრებ, ხერხემლის დაზიანების მქონე, მძიმე მდგომარეობაში მყოფ ათამდე ადამიანს, სოციალური კამპანიის ფარგლებში მექანიკური ტიპის სამედიცინო საწოლები გადაეცა.
 
დღეს გურჯაანის სპორტკომპლექსში, პროექტის „სპორტი ბარიერების გარეშე“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის სირბილში 60 მ. დისტანციაზე, ვაჟებსა და გოგონებს შორის, შეჯიბრი გაიმართა. რბენაში ათმა საჯარო სკოლის გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ვაჟებში გამარჯვებული სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკა ქართლელიშვილი გახდა, გოგონებს შორის კი გამარჯვება ქ.გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლემ ქეთევან მოდებაძემ მოიპოვა.