გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლებისთვის თბილისის ტექნოპარკში საინფორმაციო ტურები ეწყობა.

მოსწავლეები, რომლებიც დაინტერესებულები არიან ტექნოლოგიებით, აქვთ ბიზნესიდეები და არიან მოტივირებულები ათვალიერებენ ტექნოპარკის სივრცეს, ეცნობიან იმ პროექტებს და პროგრამებს რომელსაც ტექნოპარკი ახორცილებს, ასევე იღებენ ინფორმაციას ინოვაციური ტექნოლოგიების, მაღალტექნოლოგიური დანადგარების და მათი გამოყენების შესაძლებლობებზე.