თელავში, პროექტის „სპორტი ბარიერების გარეშე“ სპრინტში 60 მეტრ დისტანციაზე რეგიონიული შეჯიბრი გაიმართა, რომელშიც გამარჯვება გურჯაანელმა მოსწავლეებმა მოიპოვეს.

გოგონებში გამარჯვებული ქ.გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლე ქეთევან მოდებაძე გახდა, ხოლო ბიჭებს შორის გამარჯვება ჩუმლაყის საჯარო სკოლის მოსწავლემ ნიკა ქართლელიშვილმა მოიპოვა.
 
დღეს, გურჯაანში, კულტურის ცნეტრში, 17 :00 საათზე ფილმის „ექვთიმე ღვთისკაცი“ ჩვენება გაიმართება.
ფილმში მთავარ როლს, რეზო ჩხიკვიშვილი ასრულებს.
ფილმის სიუჟეტი კი, 1920-იანი წლების საქართველოს უკავშირდება, როდესაც ჩვენს ქვეყანაში საბჭოთა არმია შემოიჭრა, ხოლო მთავრობის გადაწყვეტილებით სახაზინო ქონება და სამუზეუმო განძი შეიკრიბა და მათ ემიგრაციაში საფრანგეთში წასვლა მოუწიათ. სამუზეუმო განძის შეკრება კი ექვთიმე თაყაიშვილს დაავალეს და მის მცველად დანიშნეს.
ფილმის სიუჟეტი ექვთიმე თაყაიშვილის (მსახიობი - რეზო ჩხიკვიშვილი) ურთულეს ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეხება, რომელიც ძირითადად მოიცავს მის მიერ 39 ყუთში განთავსებული საგანძურის დაცვისა და მისი დაბრუნების ისტორიას საფრანგეთში ემიგრაციის პერიოდში, 1921-1945 წლებში. ფილმს თან გასდევს ექვთიმესა და მისი ულამაზესი მეუღლისა და თანამებრძოლის ნინო პოლტორაცკაიას (მსახიობი - ანა წერეთელი) სიყვარულის ამბავი.

ფილმის ჩვენება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

დასწრება თავისუფალია.
 
გურჯაანის საფეხბურთო გუნდმა „ ალაზანმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

გურჯაანელმა ფეხბურთელებმა „ღია ლიგის“ გათამაშების მე-7 ტურში ძლიერი მეტოქე ცხინვალის გუნდი დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხეს და გუნდი კვლავ 18 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე გათამაშებაში გუნდს 6 მოგება და მხოლოდ 1 წაგებაა აქვს. „ალაზანი“ პირველი წრის ბოლო შეხვედრას 12 ივნისს სტუმრად ითამაშებს.
 
1 ივნისს, 13:00 საათიდან, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, გიწვევთ კურორტ “ახტალას“ ტერიტორიაზე ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად.

მოწვეული ანიმატორების ჯგუფი, თქვენი პატარებისთვის, გასართობ შოუ-პროგრამას წარმოადგენს, ასევე მოეწყობა ოცამდე გასართობი ზონა.

გაიმართება სახეზე მოხატვა, სამაგიდო თამაშები და შეჯიბრებები.

17:00 საათზე კულტურის ცენტრში ინტეგრირებული თეატრალური დასი „აზდაკის ბაღი“ გამართავს წარმოდგენას „კაცია-ადამიანი?!“.

დასწრება თავისუფალია!
 

დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლას, ცნობილმა ქართველმა ტანმოვარჯიშემ ქეთი ხატიაშვილმა საჩუქრები გადასცა. მან საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო პროექტში „ხართ თუ არა მე-6 კლასელზე ჭკვიანი “ მიიღო მონაწილეობა და მოგებული თანხით მიკროსკოპი, პორტატული პერსონალური კომპიუტერი, სპორტული ინვენტარი და სხვა საჭირო ნივთები შეიძინა და ჩალაუბნის საჯარო სკოლას გადასცა.

ბავშვებს საჩუქრები ქეთი ხატიაშვილმა პროექტის ავტორებთან ერთად თავად ჩამოუტანა, რომლის გადაცემასაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახლგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ეკა ცისკარაშვილი და გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი დალი მინდიაშვილი დაესწრნენ.

„ დიდი მადლობა ქეთი ხატიაშვილს ასეთი საჩუქრებისთვის. მადლობა იმისთვისაც, რომ სწორედ ეს სკოლა შეარჩია. ვნახეთ როგორი გახარებულები არიან ბავშვები. ჩალაუბნის საჯარო სკოლამ მიიღო სწორედ ის ინვენტარი რაც მათ სჭირდებოდათ და ბავშვებს აუცილებლად გამოადგებათ. “ განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ საჯარო სკოლებს შორის ინტელექტუალური თამაშის „ რა? სად? როდის?“ საგაზაფხულო, მე-12 სერიის ფინალური ტური გაიმართა.
ფინალში 5 გუნდი მონაწილეობდა, რომლებმაც 4 ტურის შემდეგ 17 გუნდს შორის საუკეთესო ქულები დააგროვეს. საგაზაფხულო, მე-12 სერიის გამარჯვებული და სპეციალური პრიზის „ბროლის ბუ“-ს მფლობელი ქ.გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლის გუნდი "კრეაწივი" გახდა. გამარჯვებული გუნდის წევრებს საჩუქრად გურჯაანის სპორტკომპლექსის საცარუო აუზის აბონემენტები, წიგნები და სერტიფიკატები გადაეცათ. გუნდის კაპიტანს - ნიკა ქურთიაშვილს კი გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა საჩუქრად ბაქოს ორკაციანი საგზური გადასცა.


 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. მუნიციპალიტეტის მერი ამჯერად სოფელ ველისციხის მოსახლოობას შეხვედა. მერმა მათ იმ პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლის განხორციელებაც მიმდინარე წელს ველისციხეში მოხდება. შეხვედრაზე სოფელში არსებულ პრობლემებზეც და მისი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
 
დღეს, გურჯაანში, დავით ყიფიანის სახელობის სტადიონზე ფეხბურთში „მოყვარულთა თასი - 2018 " -ის შიდა მუნიციპალური ტურნირის ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს გუნდები „ბეკო“ და „ველისციხე“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა „ ბეკოს“ გამარჯვებით 3:1 დასრულდა. გამარჯვებული გუნდი „ მოყვარულთა თასის“ რეგიონულ შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას.

"მოყვარულთა თასი - 2018"-ის შიდა მუნიციპალური ტურნირი გურჯაანის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
 
გურჯაანში, დიდების მემორიალზე საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა.
წარმოდგენილი იყო დამოუკიდებლობის თემაზე მუზეუმებში დაცული ექსპონატები, რომლითაც გაცოცხლდა საქართველოს ისტორია 1918 წლიდან დღემდე.
მოეწყო ხალხური რეწვის ნამუშევრების და ნახატების გამოფენა. ადგილობრივმა მეწარმეებმა საკუთარი პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა მოაწყვეს.

გაცოცხლებული იყვნენ ეროვნული გმირები - ნოე რამიშვილი , ნოე ჟორდანია, ექვთიმე თაყაიშვილი და კოტე აფხაზი. შესრულდა დამოუკიდებლობის აქტის ხელმოწერის ინსცენირება.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ცხენოსნებმა და მოფარიკავეებმა.

ღია ცის ქვეშ გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა ლაშა ღლონტმა და მისმა მეგობრებმა , ფოლკლორულმა ანსამბლებმა „ხარებამ“ და „გურჯაანმა“ , ასევე ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ცერულმა “ მიიღეს.

ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონობის ტიტულის მქონე გურჯაანელი სპორტსმენები, რომლებსაც ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში „ქალთა ოთახმა“ ფუქციონირება დაიწყო. „ქალთა ოთახი“ ეს არის ახალი მუნიციპალური სერვისი, რომელიც მოქალაქეებს სთავაზობს საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებას, თავისუფალ, ღია სივრცეს დასვენებისა და სოციალური აქტივობისთვის. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების გაძლიერებას, გააქტიურებას და მათ ჩართულობას მუნიციპალიტეტის საქმიანობაში.

ქალთა ოთახი“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე განთავსდა და ის ვიზიტორებს სთავავაზობს ისარგებლონ:
 
უკან წინ