გურჯაანის მუნიციპალიტეტი სიახლეები 22.04.2018 » გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 
22 აპრილს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასუფთავების აქცია მოეწყო. გურჯაანის მერიის თანამშრომლებმა ქალაქ გურჯაანში დიდების მემორიალის ტერიტორია დაასუფთავეს, რომელშიც მონაწილეობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და მისმა მოადგილეებმა სიმონ ქოჩორაშვილმა და ნიკოლოზ გეთიაშვილმაც მიიღეს.
დასუფავების აქცია, ასევე გაიმართა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში.