გურჯაანის მუნიციპალიტეტი სიახლეები 14.04.2018 » გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 
დღეს გურჯაანს კლინიკა " ენმედიცის" ექიმები ეწვივნენ და მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასო სამედიცინო პროფიკლაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარეს. აქციის ფარგლებში მოსახლეობას კონსულტაცია გაუწიეს თბილისიდან მოწვეულმა სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციურმა ექიმებმა - ენდოკრინოლოგმა, ანგიოლოგმა, თერაპევტმა, კარდიოლოგმა, ოფთალმოლოგმა, ოტორინოლარინგოლოგმა, ასევე პაციენტებს ჩაუტარდათ ლაბორატორიული და ექოსკოპიური გამოკვლევები.